12 აპრილს საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის ინიციატივითა და ორგანიზებით საერთაშორისო აკრედიტირებული იურიდიული მონაცემთა ბაზის “#HeinOnline-ის“ საინფორმაციო შეხვედრა-ვებინარი გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა “#HeinOnline-ის” ელექტრონული რესურსების ოფიციალური წარმომადგენელი Roxanne Marmion, რომელმაც დაწვრილებით გააცნო დამსწრე უნივერსიტეტებს ბაზის მთლიანი მოცულობითი კონტენტი, რაც წარმოდგენილია როგორც ისტორიული წიგნების, მონოგრაფიების, უზენაესი სასამართლოს საქმეების, საერთაშორისო არბიტრაჟების და სხვ. ონლაინ მასალებით, ასევე იურიდიული ჟურნალების მრავალფეროვნებით.
სპიკერმა დამსწრეებს დეტალურად აუხსნა ბაზაში ძიების სხვადასხვა განსხვავებული, მოქნილი სისტემა. ტრენინგს ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს წვდომა აქვთ HeinOnline-ის ბაზასთან, რომელიც არის წამყვანი ონლაინ კვლევითი პლატფორმა და გთავაზობთ მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემების, ძირითადი სამთავრობო დოკუმენტების, საერთაშორისო რესურსების, პრეცენდენტული სამართლისა და ბევრი სხვა გამოცემის 199 მილიონზე მეტ გვერდს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება