Erasmus+ პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მოკლევადიან გაცვლით პროგრამას ბურგოსის უნივერსიტეტში (ესპანეთი) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის;
საკონკურსო ადგილი: 1 სასწავლო მობილობა ბურგოსის უნივერსიტეტში;
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (2 სამგზავრო და 5 სამუშაო);
მობილობის განხორციელების პერიოდი: 2024 წლის 7-დან 11 ოქტომბრამდე;
მობილობისთვის გამოყოფილი გრანტი: მაქსიმუმ 1.120 € (530 ევრო - სამგზავრო ხარჯები; 160 ევრო დღეში - საცხოვრებელი ხარჯები);
მობილობის მიზანი: შერჩეული პერსონალი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პერსონალის კვირეულში ბურგოსის უნივერსიტეტში;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ივნისი, 2024 წელი;
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
შერჩევის კრიტერიუმები და პროცესი:
შერჩევის პროცესი მოიცავს სამ ეტაპს;
კანდიდატების შეფასება და დამოწმება:
შეფასების კრიტერიუმები:
შერჩეულ და სარეზერვო კანდიდატთა სიის შედგენა:
საბოლოო შერჩევა ბურგოსის უნივერსიტეტში:
დამატებითი ინფორმაცია:
აპლიკანტთა შეფასება განხორციელდება მხოლოდ აკადემიური მიღწევებისა და მოტივაციის საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის ან სხვა ნიშნით;
სპეციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში, აპლიკანტებმა უნდა მიმართონ ბურგოსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისს;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , (+995 32) 2 022115 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება