კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ მაღალტექნოლოგიური კონსალტინგური კომპანიის „კრიპტოეთიკა“ (CryptoEthica) წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე კომპანიის დამფუძნებელ ვახტანგ ჩხენკელთან განიხილეს უნივერსიტეტის სამართლის კვლევითი პრიორიტეტის - ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სამართლის სწავლებისა და კვლევითი მიმართულების გაძლიერების შესაძლებლობები.
პრაქტიკული კომპონენტის განვითარებისთვის სასწავლო პროგრამებს დაემატება ახალი საგანი - „ვირტუალური აქტივების სამართალი: ბლოკჩეინები და კრიპტოვალუტა“. ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ხელმოწერების (Mobile ID და Smart ID) დანერგვასთან დაკავშირებით ერთობლივ კვლევით პროექტებში და ციფრულ მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ესტონული გამოცდილების გამოყენება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება