კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა პოლიტიკურ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. თემა: "თანამედროვე პოლიტიკური პროცესების რელიგიური ფაქტორი (ქრისტიანობისა და ისლამის მაგალითზე)".
კონგრესი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ამჯერად არგენტინაში, არგენტინის კათოლიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართა და მასში მონაწილეობდა 150-მდე ქვეყნის 4000-მდე მეცნიერი და მკვლევარი.
აღსანიშნავია, რომ CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი 2021 წლიდან პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრია. ვიზიტის ფარგლებში, დარგში არსებულ გამოწვევებზე, ერთობლივ კონფერენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე, მოლაპარაკებები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტოლოგებსა და საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ, დაიანე პინდერუგთან.
კონგრესი 15-19 ივლისის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა სესიებს სხვადასხვა საკითხებზე.
ცნობისთვის, საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერების ასოციაცია (IPSA) 1949 წელს იუნესკოს ეგიდით პარიზში დაარსდა. IPSA-ს განსაკუთრებული მანდატია ხელი შეუწყოს პოლიტიკური მეცნიერების განვითარებას მსოფლიოს ყველა კუთხეში და შექმნას გლობალური პოლიტიკური მეცნიერების საზოგადოება. ის ცდილობს ხელი შეუწყოს მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
შემდეგი მსოფლიო კონგრესი 2025 წელს სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება