8 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზაფხულის სკოლის - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“ - გასვლითი აქტივობით დაიხურა.
სკოლის მონაწილეები ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ისაიამ საეპოსკოპოსო რეზიდენციაში უმასპინძლა.
მეუფე ისაიამ სკოლის მონაწილეებთან შეხვედრაზე ეპარქიის შესახებ ისაუბრა, ასევე გაიხსენა აგვისტოს ომის დროინდელი ისტორიები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლის მონაწილეებმა დღის ფარგლებში ასევე მოინახულეს შინდისის გმირების მონუმენტი და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა, ჩართული იყო საქართველოს 13 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტი, რომლებსაც ლექციები ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდათ.
სკოლას კოორდინირება გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება