14-16 ივნისს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი იმართება.
სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ქართულ ნაწარმს 62 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ეცნობიან, საქართველო კი გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ფორუმს პირველად მასპინძლობს.
სიმპოზიუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიმართა.
აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის მონაწილეთა შორისაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამი“, რომელიც CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ, „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა და კომპანიის მთავარმა მეღვინემ, საბა ქიტიაშვილმა წარადგინეს.
ცნობისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი კონკრეტული პროდუქტის გამორჩეულ მახასიათებლებზე და მაღალ ხარისხზე მიუთითებს და მომხმარებელს მათი წარმოება-დამზადების ადგილზე აწვდის ინფორმაციას.
წლევანდელი ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ, რა გავლენა აქვს გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციას ტურიზმის სექტორზე, რა სიახლეები ინერგება სფეროში, როგორ უნდა დაიცვან უნიკალური ნაწარმი და რა მარკეტინგული სტრატეგიაა მისაღები.
საქართველოში საქპატენტის მიერ 64 გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტია დარეგისტრირებული, რომლებსაც სიმპოზიუმის მონაწილეებიც დააგემოვნებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება