15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართება.
უანგარო დონაციის აქციები აშშ- ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ მუდმივად ხორციელდება და მისი მთავარი დანიშნულება, სიცოცხლის გადარჩენის პროპაგანდაა.
გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ გაღებული სისხლი ნიშნავს გადარჩენილ სამ სიცოცხლეს.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, მონაწილე ყველა დონორს, უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი კვლევები:
ანალიზების პასუხები კონვერტით, დალუქულ მდგომარეობაში გადაეცემა ყველა დონორს ინდივიდუალურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ და მათი ოჯახის წევრებს სისხლი და მისი კომპონენტები უანგაროდ მიეწოდებათ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.
უანგარო დონაციის აქციები, საშუალებას აძლევს ადამიანებს დროულად დაადგინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
იხილეთ დონორობის განმსაზღვრელი კითხვარი:
მისამართი: ჩარგლის ქუჩა #73 ; CIU-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება