11 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „თვითმმართველი ლიდერები 2023“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის ლიდერები და თვითმმართველობის წევრები მონაწილეობდნენ (მე-10-12 კლასები).
პროექტის მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თვითმმართველობის მნიშვნელობის გადააზრებას, ასევე ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 60 სკოლის ამდენივე მოსწავლე იღებდა.
პროექტი სამ ეტაპს მოიცავდა:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის, პიარფსიქოლოგ მაგდა კოტრიკაძის ორდღიანი ონლაინტრენინგი თემებზე: კომუნიკაცია VS მისკომუნიკაცია, პიარფსიქოლოგია; როგორ შევქმნათ ხარისხიანი მარკეტინგული პროდუქტი;
გუნდური საშინაო დავალება;
მენტორების ხელმძღვანელობით - მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა.
პრეზენტაცია დასკვნით ღონისძიებაზე.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. პროექტის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, პოეტები ნანა ცინცაძე და ია სულაბერიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა პროექტის ხელმძღვანელი მარინე უგულავა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე 15 წევრისგან დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდებმა მენტორების დახმარებით მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.
გუნდებს მენტორობას უწევდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტები/დოქტორანტები - რევაზ ბერულავა (სამართლის სამაგისტრო პროგრამა), სოსო გაზდელიანი (მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა), გიორგი გოგოხია (მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა) და კოკა კაჭარავა (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა) ხელმძღვანელობდნენ.
პროექტს კოორდინაციას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნია სადაღაშვილი.
პროექტის პრეზენტაციები კომისიამ შეაფასა, დასასრულს კი მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება