15 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „ბიზნეს ინკუბატორის“ ორგანიზებით „გლობალური მეწარმეობის კვირეული“ (Global Entrepreneurship Week 2023 / GEW) დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნება“, რომელსაც CIU-ს ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, რითეილ ექსპერტი, ბიზნესტრენერი, ია ნადირაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა კრეატიული აზროვნების განვითარებას, იდეების გენერირებასა და სხვადასხვა შემოქმედებითი ტექნიკების მეშვეობით ინოვაციური პროდუქტის მიღების შესაძლებლობების გაცნობას. სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერკლასი შემოქმედებითი აზროვნებისა და გონიერ იერიშთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით, გუნდური მუშაობის პროცესში გამოიყენეს.
ვორქშოპის ნაწილში სტუდენტებს გადაეცათ თემატურად განსხვავებული სხვადასხვა ნივთი, რითაც მათ შესწავლილი ტექნიკის მეშვეობით ახალი პროდუქტი შექმნეს. დიზაინის აზროვნების ტექნიკები დაეხმარათ ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობების შესწავლასა და თანაგრძნობის განვითარებაში სამიზნე მომხმარებლების მიმართ. აღსანიშნავია, რომ წამოჭრილი პრობლემებისა და გადაწყვეტების კუთხით ჭარბობდა მდგრადობის კომპონენტები, ცირკულარული ეკონომიკა, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ნარჩენების გადამუშავება და სხვა.
გამარჯვებული გუნდები წარმოდგენილი იდეების შედეგად დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „მდგრადი წარმოება და მოხმარება“, „ცირკულარული ეკონომიკა“, „ინოვაცია და ტექნოლოგიები“. გამარჯვებულ გუნდებს უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები და და კომპანია „შინჰოფერის“ ვაუჩერები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება