კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
შენიშვნა: დამატებით მიღებაზე არ დაიშვება კანდიდატი, ვინც ძირითად მიღებაზე ვერ გადალახა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.) ან ელექტრონულად.
სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება 25 სექტემბერს.
ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 27-28 სექტემბერი.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:
სამართლის |
registration.law@ciu.edu.ge |
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი |
registration.business@ciu.edu.ge |
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი |
registration.social@ciu.edu.ge |
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი |
registration.agro@ciu.edu.ge |
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც საბაკალავრო საფეხური დასრულებული აქვს წარჩინებით (კსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში 3.5 ან მეტი GPA), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ისარგებლებს 50%-იანი შიდა გრანტით, ორი სასწავლო წლის მანძილზე.
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება