Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სამაგისტრო პროგრამები

    სწავლის საფასური მოცემულია ერთი აკადემიური წლის მიხედვით

     

    გაეცანით დეტალურ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებულ სამაგისტრო პროგრამებზე:

    • სამაგისტრო პროგრამის საფასური;
    • სწავლის ხანგრძლივობა და პროგრამის მოცულობა;
    • პროგრამის სწავლის შედეგები და კვალიფიკაცია;
    • პროგრამის ხელმძღვანელი.

     

    ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური 2500 ლარი

    პროგრამის მოცულობა 120 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი, 4 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და მოდულებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მევენახეობა და მეღვინეობის მაგისტრი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    ოლან გოცირიძე - პროგრამის ხელმძღვანელი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2015-2016 სასწავლო წელს, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე.

     

    სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური 2500 ლარი

    პროგრამის მოცულობა 120 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი, 4 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და მოდულებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის მაგისტრი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    თამთა წირქვაძე - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2012-2013 სასწავლო წელს, სამართლის ფაკულტეტზე.

     

    საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

    სწავლის საფასური 2500 ლარი

    პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი, 4 სემესტრი.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: სასწავლო და კვლევითი კომპონენტები; სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი მოდულებისგან.

    ვახტანგ მაისაია - პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

    პროგრამა ხორციელდება 2012-2013 სასწავლო წლიდან სოციალურ და ჰუმანიტტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

    პროგრამის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტები: ლოძის უნივერსიტეტი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

     

    მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოება

    სწავლის საფასური 2500 ლარი

    პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი;

    სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი, 4 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი მედიის კვლევებში

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსების მოდული რამდენიმე ძირითად მოდულს ითვალისწინებს: მედიის ფუნდამენტური პრინციპებისა და თეორიების მოდული, რომელშიც გაერთიანებულია: მასკომუნიკაციის თანამედროვე თეორიები; მსოფლიოს ინფორმაციული რუკა; საინფორმაციო სტრატეგიები; კომუნიკაციის აუდიოვიზულური ფორმები 1 და 2. კვლევითი სასწავლო კურსების მოდული, რომელიც მაგისტრანტის მკვლევრად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მასში გაერთიანებულია შემდეგი სასწავლო კურსები: მედიის კვლევების ფორმები და ტექნოლოგიები; მედია პოსტსაბჭოთა საქართველოში; ლოკალური მედიის ტენტენციები საქართველოში. ტექნოლოგიების შესწავლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსების მოდული, რომელიც მულტიმედია სპეციფიკის სწავლებაზეა ორიენტირებული. მასში გაერთიანებულია შემდეგი სასწავლო კურსები: ვებ პროგრამირება; წერა მულტიმედიისთვის; მულტიმედია ტექნოლოგიები 1 და 2; მედიაფორმატირების ხელსაწყოები (ტექნოლოგიები და კონტენტი).

    ზაზა ცოტნიაშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.

    პროგრამა ხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლიდან, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

    სწავლის საფასური 2500 ლარი.

    პროგრამის მოცულობა 120 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი, 4 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი მოდულებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

     თეა კასრაძე - პროგრამის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2012-2013 სასწავლო წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

     

    საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

    სწავლის საფასური 2500 ლარი.

    პროგრამის მოცულობა 120 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი, 4 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი მოდულებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში;

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    რუსუდან დალაქიშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2014-2015 სასწავლო წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

     

    გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

    სწავლის საფასური 3000 აშშ დოლარი (საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირებისათვის - 3000 ლარი)

    პროგრამა დამატებულია ავტორიზაციით: 02.02.2021 .

    პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

    სწავლის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი (2 სასწავლო წელი)

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები; სპეციალობის სამოდულე სავალდებულო სასწავლო კურსები; სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები; პრაქტიკული კომპონენტი; კვლევითი კომპონენტი.
    ვახტანგ მაისაია - პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეოების უნივერსიტეტის პროფესორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (პოლონეთის რესპუბლიკა); თანახელმძღვანელი: პროფესორი, მარია ესპონა;

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    პროგრამა ხორციელდება 2021 სასწავლო წლიდან სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.