კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი ახორციელებს სამსაფეხურიან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლებას.
სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭების რეგულაციები, განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებისა, ნათლად და გამჭვირვალედაა ასახული უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივ აქტებში.
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად შექმნილი „სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის დაგეგმვისა და სტუდენტთა ჩარიცხვის წესის“ მიხედვით (მე-5-მე-9 მუხლები).
უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა ან საერთო სამაგისტრო გამოცდების (სწავლების საფეხურის მიხედვით) ჩაბარების შემდეგ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება
სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხდება „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-12, მე-13 მუხლებით. აღნიშნული რეგულაციების თანახმად სტუდენტის სტატუსის შეჩერება არის სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სასწავლო პროცესით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების დროებითი შეჩერება, რაც გამოწვეულია შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობით ან შესრულების მომავალი შეუძლებლობით. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ატარებს დროებით ხასიათს და წყდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რასაც შედეგად მოსდევს პირისთვის სტუდენტის უფლებების სრული აღდგენა ან სტატუსის შეწყვეტა.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ფინანსური დავალიანება;
გ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა;
დ) ავადმყოფობა ან უძლურება, რაც შეუძლებელს ხდის პირის სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას;
ე) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა შეჩერების მომენტიდან 5 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის აღუდგენლობის შემთხვევაში, პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ხდება „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-12-მე-14 მუხლებით. აღნიშნული რეგულაციების თანახმად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არის პირისათვის სტუდენტის სტატუსით მინიჭებული ყველა უფლება-მოვალეობებისგან გათავისუფლება, მის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის, სტუდენტისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სტუდენტის სტატუსის აღდგენა
სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხდება „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლით.
მობილობა
მობილობის პროცესის ორგანიზება ხდება კანონმდებლობისა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტის შესაბამისად - „მობილობის, შიდა მობილობისა და კრედიტების აღიარების წესის“ მე-3 მუხლი და „სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის დაგეგმვისა და სტუდენტთა ჩარიცხვის წესის“ მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ადგენს მობილობის რეგულაციებს:
შიდა მობილობა
შიდა მობილობის წესი და პროცედურები რეგულირებულია „მობილობის, შიდა მობილობისა და კრედიტების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად:
კვალიფიკაციის მინიჭება
კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურა განსაზღვრულია სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-20 მუხლით, რომელიც განმარტავს კვალიფიკაციის მინიჭების ოფიციალურად გაფორმების პროცედურებს სავალდებულო სასწავლო გეგმის შესრულების პირობების შემთხვევაში.
საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის პროცედურა
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა დიპლომი „დიპლომისა და დიპლომის დანართის ფორმების შენახვა-გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესი, გარდა დიპლომის ფორმის შემუშავების, ფორმის დამტკიცების, შევსებისა და შენახვის რეგულაციებისა, ადგენს დიპლომის გაცემის პროცედურებს:
მიღებული განათლების აღიარება
სწავლის შედეგების აღიარება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-19 მუხლისა და „მობილობის, შიდა მობილობისა და კრედიტების აღიარების წესის“ მე-4, მე-5, მე-6 მუხლების შესაბამისად.
სტუდენტის კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმები (გასაჩივრების პროცედურები)
სტუდენტს უფლება აქვს შუალედური/დასკვნითი გამოცდის შედეგი გაასაჩივროს ფაკულტეტის სააპელაციო კომისიასთან, გაცნობიდან 3 დღის ვადაში წერილობითი ფორმით. გაცნობად ითვლება ნიშნის ასახვა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში. სააპელაციო კომისია ვალდებულია პროტესტი განიხილოს 2 სამუშაო დღის ვადაში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება დაკმაყოფილებაზე უარს შესახებ განცხადების უსაფუძვლობის მიზეზით ან გადასცეს ნაწერი იმავე მიმართულების სხვა პროფესორს ხელახალი შემოწმებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი შემოწმების შედეგად განსაზღვრული შეფასება 10%-ზე მეტით განსხვავდება საგნის ლექტორის შეფასებისგან, ნაწერი გადაეცემა მესამე შემმოწმებელს, რომლის შემოწმების შედეგის საფუძველზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას ქულის საშუალო არითმეტიკულით კორექტირებაზე. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 9/18 პუნქტი)
სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ რექტორის ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს გაცნობიდან 5 დღის ვადაში. ბრძანების გაცნობად ითვლება სტატუსის შესახებ ინფორმაციის ცვლილება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში. საჩივარს განიხილავს რექტორი შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან და ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორთან ერთად საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში. (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 13/8 პუნქტი)
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა და სასწავლო ხელშეკრულების მოშლა საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის მიხედვით. (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 14/6 პუნქტი)
საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტი თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განცხადებით მიმართავს დეკანს/რექტორს. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი და პრეტენზიები არ დაკმაყოფილდება, სტუდენტი 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს წერილობით დასაბუთებას უარის შესახებ საუნივერსიტეტო ელექტრონულ ფოსტაზე. (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 16/4 პუნქტი)
კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესების დარღვევების შესახებ განცხადებებს განიხილავს ეთიკის კომისია (გარდა პლაგიატისა, რომლის განხილვის პროცედურა დადგენილია „პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესით“), რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი სახის დისციპლინარული სასჯელი იქნება გამართლებული კონკრეტულ საქმეზე. (ეთიკის კოდექსის 16/1 მუხლი)
სტუდენტს ან თანამშრომელს, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის არასწორ ფაქტებზე დაფუძნებული ან არ ემთხვევა უკვე არსებულ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, მაშინ, მას შეუძლია, რომ მოითხოვოს გადაწყვეტილების გასაჩივრება რექტორთან. (ეთიკის კოდექსის 20/1 მუხლი).
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შემთხვევის დროს, ფაკულტეტის დეკანი რექტორთან შეთანხმებით განცხადებასა და თანდართულ მასალებს გადასცემს შესაბამისი კომპეტენციის პირს, რომელიც შეისწავლის ნაშრომს და 10 დღის ვადაში წარმოადგენს შესაბამის დასკვნას. დასკვნა განიხილება ფაკულტეტის სააპელაციო კომისიაზე, რომელზეც ასევე მოწვეულია ნაშრომის ავტორი თავისი პოზიციის წარმოსადგენად. პლაგიატის არსებობის/არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სააპელაციო კომისია. (პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესის 7/1 მუხლი)
დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის ან სადოქტორო ნაშრომის, ასევე აკადემიური პერსონალის კვლევით საქმიანობაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში 10 დღის ვადაში რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც უნივერსიტეტის პერსონალისგან (თუკი არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი) ასევე გარეშე პირებიდან. (პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესის 8/1 მუხლი)
პლაგიატის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს აკადემიურ საბჭოში გადაწყვეტილების გამოტანიდან 15 დღის ვადაში. (პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესის 9/1 მუხლი)
სტუდენტების კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს კომისიას. (მობილობის, შიდა მობილობის და კრედიტების აღიარების წესის 7/1 მუხლი)
ფაკულტეტზე შექმნილია სააპელაციო კომისია, რომელიც განიხილავს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სტუდენტთა და პედაგოგთა საჩივრებს.
სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში საერთო წესით. (ფაკულტეტების დებულებები)
სასწავლო პროცესის მართვის სისტემა - „გონი” უზრუნველყოფს:
„გონის“ სისტემით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტში ჩართული სხვადასხვა მოწყობილობით: goni.ciu.edu.ge
„გონის“ გამოყენებით სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია:
უსდ-ში ფუნქციონირებს კარიერული მხარდაჭერის სერვისი, სადაც სტუდენტები იღებენ შესაბამის კონსულტაციას და მხარდაჭერას დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით. კარიერული მხარდაჭერის სერვისი მოიცავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის, სამომავლო კარიერული და დასაქმების შესაძლებლობების და შრომის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშების შესახებ, კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, კარიერული კონსულტაციის გაწევას კონკრეტულ თემატურ ღონისძიებებში, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში მათ ჩართვას. პორტალს აქვს ინფორმაციის გამოწერის საშუალება, რაც უფრო მოქნილს ხდის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის საჭირო კარიერული ინფორმაციის მიღებას.
უსდ უზრუნველყოფს სტუდენტთა ინფორმირებას და მათ ჩართულობას სხვადასხვა საუნივერსიტეტო, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში, ასევე ხელს უწყობს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას.
უნივერსიტეტი აქტიური სასწავლო პროცესისა და აკადემიური აქტივობების პარალელურად, უმნიშვნელოვანეს ყურადღებას უთმობს მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას. უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახური ხელს უწყობს სპორტულ, კულტურულ-შემოქმედებით, სასწავლო-სახელოვნებო მრავალფეროვან საქმიანობას სტუდენტების ნიჭისა და სურვილების გათვალისწინებით. ასევე, ხელს უწყობს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ მიზნით ხდება სტუდენტური ინიციატივების, პროექტების, საგანმანათლებლო, სპორტული, ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა და დაფინანსება. უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება საინტერესო, აქტიური და დატვირთულია.
უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანოა სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ბანკებში:
♦ თიბისი ბანკი - გადახდა შესაძლებელია ბანკში ოპერატორთან/თიბისი ბანკის გადახდის აპარატით/თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკინგით
♦ საქართველოს ბანკი - გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის გადახდის აპარატით
♦ ბაზის ბანკი - გადახდა შესაძლებელია ბანკში ოპერატორთან
შენიშვნა: გადახდის განხორციელების დროს სარგებლობთ კომუნალური გადახდის წესით. შემდეგ ირჩევთ ფუნქცია - განათლებას, უნივერსიტეტს და უთითებთ თქვენს პირად ნომერს. თანხის ჩარიცხვისას, გონში გადახდა დაფიქსირდება მომენტალურად.
საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637