კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიურ პროცესთან ერთად აქტიური სტუდენტური ცხოვრებაა. სტუდენტთა გართობის, განტვირთვისა და სხვადასხვა შემოქმედებითი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის შექმნილია სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კლუბები, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას საუნივერსიტეტო თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
სტუდენტური ცხოვრების აქტიურად წარმართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტურ კლუბებსა და სტუდენტურ თვითმმართველობას კოორდინირებას უწევს კსუ-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახური, რომელიც დამაკავშირებელი რგოლია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის კლუბების ფუნქციონირებასა და სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
კსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს შესაბამისი პროცედურების დაცვით შეუძლია შეურთდეს უკვე არსებულ კლუბებს ან დააფუძნოს ახალი.
რეგისტრაცია/გაწევრიანება
კსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს / სტუდენტთა ჯგუფს ახალი კლუბის ან არსებულ კლუბში გაწევრიანებისთვის შეუძლია განცხადებით მიმართოს კსუ-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურს (კსუ-ს ცენტრალური კორპუსი, ოთახი N 513). ასევე, შესაძლებელია განცხადების გამოგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ciuyouth@ciu.edu.ge
საკონტაქტო პირი: ზურაბ ქავთარია, კსუ-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე - 555 949959
კლუბებში გაწევრიანებისთვის, ასევე, შესაძლებელია დაუკავშირდეთ კონკრეტული კლუბის საკონტაქტო პირს.
ხატვის სტუდია
კსუ-ს ხატვის სტუდია უნივერსიტეტსა თუ მის ფარგლებს გარეთ პერიოდულად მართავს სხვადასხვა თემატიკის გამოფენას. სტუდია სტუდენტებს ფერწერისა და ხატწერის მიმართულებებს სთავაზობს.
საკონტაქტო პირი: მაკა ტაბიძე, ხატვის სტუდიის ხელმძღვანელი - 599 344282
თეატრალური დასი - „ღვინის თეატრი“
კსუ-ს თეატრალური დასი - „ღვინის თეატრი“ პერიოდულად საინტერესო სპექტაკლებს სთავაზობს აუდიტორიას. დასი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სამოყვარულო სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალში - „ნიღაბი“, რომელშიც ხშირად საპრიზო ადგილებს იკავებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებას იმსახურებს.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკელია, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - 595 077005
მუსიკალური ბენდი
კსუ-ს მუსიკალური ბენდი დაინტერესებულ მსმენელს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის პოპულარულ მუსიკას. ბენდი აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებაში.
საკონტაქტო პირი: გიორგი გოროზია - 551 534369
ხალხური სიმღერის ანსამბლი - ,,კავკასიელი“
კსუ-ს ხალხური სიმღერის ანსამბლი ორიენტირებულია სტუდენტებისთვის ქართული ხალხური სიმღერების სწავლებაზე (სხვადასხვა ტრადიციული საკრავის აკომპანიმენტის ფონზე). ანსამბლი პერიოდულად აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის შემოქმედებით ღონისძიებაში.
საკონტაქტო პირი: ბეჟან წინწალაშვილი - 555 556195
კალათბურთის გუნდი
კსუ-ს კალათბურთის გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს ჩემპიონატის „ა“ ლიგაში. ასევე გუნდი ასპარეზობს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში.
საკონტაქტო პირი: ამირან სანიკიძე, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი - 599 573131
ფრენბურთის გუნდი
კსუ-ს ფრენბურთის გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
საკონტაქტო პირი: დავით ლიპარტელიანი, გუნდის მწვრთნელი - 577 332759
ფუტსალის გუნდი
კსუ-ს ფუტსალის გუნდი აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს ლიგასა და უნივერსიადის უმაღლეს ლიგაში.
საკონტაქტო პირი: ლევან კობაიძე, გუნდის მწვრთნელი - 592345678
რაგბი
კსუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდი მონაწილეობს უნივერსიადის უმაღლეს ლიგასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.
საკონტაქტო პირი: ლადი დოლაბერიძე, გუნდის მთავარი მწვრთნელი - 574 150315
მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „Old Boys“
კსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „Old Boys“ პერიოდულად წარმატებით თამაშობს უნივერსიტეტისა და ქვეყნის მასშტაბით გამართულ КВН-ის სხვადასხვა ჩემპიონატზე. ეტაპობრივად გუნდი ახლდება, ახალი თაობა კი არანაკლებ წარმატებით ასპარეზობს.
საკონტაქტო პირი: გიორგი ხუსკივაძე - 579 182525
ინტელექტკლუბი
კსუ-ს ინტელექტკლუბი უკვე წლებია გამოირჩევა აქტიურობით, ის სეზონურად მართავს „რა? სად? როდის?“ ტიპის თამაშებს. ასევე ხშირია თემატური ქვიზების, ჯეპარდისა და ბრეინინგის ტიპის თამაშების ორგანიზება. თამაშებში აქტიურად არიან ჩართულნი კსუ-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
საკონტაქტო პირი: ბაკურ ხუბულავა, კსუ-ს ინტელექტკლუბის დამფუძნებელი - 591 502399
ბილიარდის კლუბი; ავტოკლუბი; კარტინგი კლუბი; ბოულინგის კლუბი
კლუბებში გაწევრიანებული სტუდენტები პერიოდულად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საუნივერსიტეტო ჩემპიონატში, სტუდენტურ დღეებსა და სხვა აქტივობებში.
საკონტაქტო პირი: ზურაბ ქავთარია, კსუ-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე - 555 949959