Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური კურსდამთავრებულები ბიბლიოთეკა

    სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოიყენება უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული წიგნადი ფონდი, რომელიც შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. დღეისათვის უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საერთო რაოდენობა 26220 ერთეულს მოიცავს. აქედან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების რაოდენობა18725 –ს შეადგენს და მითითებულია საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსებში, ხოლო 7495 ერთეული არის დამხმარე ლიტერატურა.  

    ბიბლიოთეკაში 30 დასახელების პერიოდიკაზეა ხელმოწერა გაფორმებული. გაფორმებული, 22 სამეცნიერო(ქართული, რუსული და ინგლისური) ჟურნალი და 8 გაზეთი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ჩართულია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში, ხოლო 2010 წლიდან არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ 24 დასახელების საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო ბაზებით, ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ელექტრონული ვერსიებით, ქსეროასლებითა და კომპაქტდისკებით.

    კსუ-ს ბიბლიოთეკაში მუშაობს ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა, არსებობს როგორც ბეჭდური, ასევე საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული ელექტრონული კატალოგი, წიგნადი ფონდითა და მკითხველთა ელექტრონული ბარათებით. ბიბლიოთეკაში მოქმედებს სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველთა ბარათები.

     

    სამუშაო გრაფიკი:

    უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით, კვირაში 60 საათის განმავლობაში.

    ბიბლიოთეკის სამუშაო დრო:

    ორშაბათი - შაბათი: 10-00 სთ - 20-00 სთ.

     

    ელექტრონული კატალოგი - უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი სრულადაა ასახული სერვერზე ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში „openbiblio”(http://www.ciu.edu.ge/openbiblio), რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი ავტორიზებული მომხმარებლისთვის.

    იხილეთ ელექტრონული კატალოგი

    ფოტოგალერეა