Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    გრანტები და პროექტები

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა მოიპოვა უნივერსიტეტის მცირე სამეცნიერო გრანტი პროექტით: „ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინის ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა“.

    დაგეგმილი კვლევა განხორციელდება კავკასიის საერტაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობის-მეღვინეობა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით, რომლებიც კვლევის მეთოდებს აითვისებენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულების ლაბორატორიაში. ეს ორი უნივერსიტეტი პარტნიორული კონსორციუმის წევრია ERASMUS+ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

    წარმოდგენილი კვლევა პირველი პროექტია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რომელიც შესრულდება ამ ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების თანამშრომლობით. პროექტის კონსულტანტი - დარიო კომპანიონი გახლავთ ტერამოს უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი, ანალიზური ქიმიის კათედრის ხელმძღვანელი. ერაზმუსის მიმდინარე, ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებულ, პროექტში ტერამოს უნივერსიტეტი ევროპელი პარტნიორი ორგანიზაციაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის. წარმოდგენილი კვლევა გააფართოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როგორც ადგილობრივ თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფებთან, ასევე საშუალებას მისცემს ევროპული პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთო პროექტების წარდგენის შესაძლებლობას გაზრდის ტერამოს უნივერსიტეტის იტალიურ სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად.

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მიერ მომზადებული საერთაშორისო კონფერენციის პროექტმა „ქართული ვაზი და ღვინო-ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ მიიღო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. წამყვანი ორგანიზაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თანამონაწილე ორგანიზაცია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის ფორმატი არის საერთაშორისო სამეცნიერო, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ვაზის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას ამ მიმართულებით.

    კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში გარდა ქართველი მეცნიერებისა, ჩართულია 4 უცხოელი მეცნიერი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან:

    • დარიო კომპანიონი - მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია);
    • ოსვალდო ფაილა, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მილანის უნივერსიტეტი (იტალია);
    • სტეფანოს კოუნდოურას, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი);
    • რობერტო ფოსკინო, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მილანის უნივერსიტეტი (მილანი, იტალია).

    კონტაქტი

    ადრესატი

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

    info.agro@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.