Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ფაკულტეტის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ფაკულტეტის საქმიანობის მიმართულებასა და პოლიტიკას. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს დეკანი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტზე არჩეული აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ფაკულტეტზე.

    ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

    • შეიმუშავებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
    • ადგენს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გეგმას;
    • სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
    • ახორციელებს მიმდინარე პროექტების, მათ შორის, საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგს;
    • განიხილავს მომზადებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს;
    • ახდენს ფაკულტეტისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილებას და წარუდგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს;
    • განიხილავს ფაკულტეტზე დაგეგმილ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში განსახორციელებელ ცვლილებებს. საბჭოს დასკვნა და რეკომენდაცია წარედგინება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს;
    • წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში;
    • განიხილავს ფაკულტეტის წინაშე მდგარ სხვადასხვა მიმდინარე საკითხს, რომლის გადაჭრის კომპეტენცია სცდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას.

    კონტაქტი

    ადრესატი

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

    info.agro@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.