Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    პროექტი “Improving skills in laboratory practice for agro-food specialists in Eastern Europe Region” (586383-EPP-1-2017-1-SI-EPPKA2-CBHE-JP)

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი პროექტში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ფარგლებში, საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მიერ წარდგენილი პროექტის “Improving skills in laboratory practice for agro-food specialists in Eastern Europe Region” (586383-EPP-1-2017-1-SI-EPPKA2-CBHE-JP) ერთ-ერთი პარტნიორია.

    პროექტი - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“ - ძალაში 2017 წლის 14 ნოემბრიდან შევიდა.

    თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წლის აპრილის ბოლოს გაფორმდება.

    • აპლიკანტი - ლუბლიანას (სლოვენია) უნივერსიტეტი;
    • აღნიშნულ პროექტში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 18 უნივერსიტეტი და ლაბორატორია;
    • პარტნიორი N6 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია;
    • საქართველოდან პროექტში, ასევე, მონაწილეობს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი პროექტში: პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი უკავშირდება პროექტის საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებს. მისი ჩართულობა ფოკუსირებულია პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე. ღონისძიებები ჩატარდება საქმიანობის საერთო გრაფიკის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში კსუ- ს ერთ-ერთი მთავარი როლია ყურადღების გამახვილება პროექტის მიზნების განხორციელებაზე უნივერსიტეტსა და, ზოგადად, საზოგადოებაში. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე შეიქმნება სპეციალური კურსი „ლაბორატორიული პრაქტიკა კვების ტექნოლოგიებში“. კსუ გამოიყენებს უნივერსიტეტის ყველა შესაძლებლობას - სასწავლო ცენტრებს, აკადემიურსა და ადმინისტრაციულ გარემოს, რათა შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა.
    კსუ ყურადღებას გაამახვილებს სწავლებისა და სწავლის მასალების შემუშავებაზე, პროექტის მასალების გამოქვეყნებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, აგრეთვე, ადგილობრივსა და ეროვნულ დონეზე მიღებულ შედეგებზე.

    პროექტის მიზნები და ამოცანები
    პროექტის ძირითადი მიზანია აგრო-კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახანს გახდნენ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მათი სპეციალისტების მომზადების გაუმჯობესების კუთხით. პროექტი ეხება ხელშეკრულების ნაწილს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოების გზით.

    ეს მიიღწევა სამი კონკრეტული ამოცანის მეშვეობით:

    - ლაბორატორიული პრაქტიკის სპეციალობისათვის სპეციალიზირებული სამაგისტრო კურსების შექმნა აგრობიზნესის სექტორის სპეციალისტებისათვის უკრაინაში (UA), საქართველოსა (GE) და მოლდოვეთში MD-შ (ვეტერინარული მედიცინა, აგრონომია, მეცხოველეობა, კვების ტექნოლოგიები);

    - უნივერსიტეტის სპეციალურ კურსებზე სასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავე ლაბორატორიული პერსონალის დიპლომის შემდგომი მომზადების მიზნით პარტნიორული ჯგუფების შექმნა;

    - ლაბორატორიების მიერ მათი პერსონალისთვის უზრუნველყოფილი სასწავლო კურსების განახლება;

    - უნივერსიტეტებისა და ლაბორატორიების თანამშრომლობის ახალი პრაქტიკის შემუშავება ორმხრივი მომგებიანობის საფუძველზე: გაცვლითი პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს, მოახდინონ უნარებისა და კომპეტენციების ადაპტირება შრომის ბაზრის საჭიროებების მიხედვით, უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამისა და აგრო-საკვების ლაბორატორიის პერსონალისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების რეგულარულსა და მუდმივ განახლებას.

    პროექტის შედეგები:
    - სასწავლო კურსების შემუშავება. სტუდენტებისა და ლაბორატორიის პერსონალისთვის საჭირო კომპეტენციების მოპოვება;
    - მასწავლებელთა ჯგუფების მომზადება;
    - პედაგოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
    - თანასწავლების საშუალებების შექმნა უნივერსიტეტებისა და მოქმედი ლაბორატორიების თანამშრომლების მონაწილეობით.

    პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მეთოდოლოგია: პროექტის ვადა გათვალისწინებულია 36 თვეზე. პროექტი მიზნად ისახავს აგრო-კვების სექტორში ლაბორატორიული პრაქტიკის 4 სპეციალიზირებული კურსის შექმნას: ვეტერინარული მედიცინა, აგრონომია, მეცხოველეობა და კვების ტექნოლოგიები. აგრეთვე, შემუშავდება საერთო სასწავლო კურსი და დიპლომის შემდგომი ტრენინგების სასწავლო კურსები.

    იხილეთ მანდატი

      https://ciu.edu.ge/uploads/images/Erasmus%2B%20TEMPUS/2.PNG

    ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის თანადაფინანსებით - Erasmus+ პროექტი:

    „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“2017 – 2020“ (586383-EPP-1-2017-1-SI-EPPKA2-CBHE-JP)

    მანდატი; საგრანტო ხელშეკრულება;

    პროექტის ვებსაიტი ; ფეისბუქ გვერდი;

    პირველი აგრო-ლაბორატორიის საინფორმაციო ბიულეტინის სამუშაო ვერსია;

    აგრო-ლაბორატორიის ბროშურა 2018;

    პროექტის მე-3 საინფორმაციო ბროშურა.

    ლაბორატორიული პრაქტიკა - სახელმძღვანელო

    Manual For Students And Laboratory Specialists

    პროექტის "აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება (Ag-Lab)" ფარგლებში შემუშავდა ლაბორატორიული პრაქტიკის სახელმძღვანელო.

    Laboratory Practice - Manual   ლაბორატორიული პრაქტიკა - სახელმძღვანელო

    სახელმძღვანელო გამოცემულია ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“ (Ag-Lab) ფარგლებში. ავტორთა გუნდი შედგება უნივერსიტეტის პროფესორებისა და აგრო-კვების ლაბორატორიების სპეციალისტებისგან სლოვენიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.

    გამოცემა განკუთვნილია ვეტერინარული, აგრონომიული (მევენახეობა და მეღვინეობა), მეცხოველეობისა და კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ორიენტირებული არიან ლაბორატორიულ-პრაქტიკულ საქმიანობაზე; აგრო-კვების სექტორის ლაბორატორიების დამწყები ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, აგრეთვე ლაბორატორიებში უკვე დასაქმებული სპეციალისტებისთვის მათი პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით.

    პროექტის საინფორმაციო ვიდეო რგოლი - Erasmus+ Ag-Lab - Georgia

    ინფორმაცია აგრო-ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და ტრენინგების შესახებ

    11) 6 ოქტომბერი, 2021 ტერამო, იტალია

    სამუშაო შეხვედრა (იტალიის ქალაქ ტერამოში) პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 3-6 ოქტომბერს პროექტის ერთ-ერთ ევროპულ პარტნიორ, ტერამოს უნივერსიტეტში, პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში. 4 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებს ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ტერამოს უნივერსიტეტის რექტორი. 5 და 6 ოქტომბერს სამუშაო ჯგუფი ეწვია და გაეცნო აბრუცოს მხარეში არსებულ ღვინის საწარმოებს, კერძო მევენახეებსა და ყურძნის ჩამბარებელ ქარხნებს (Wineries Orsogna and Zaccagnini). ასევე, ჩატარდა ტრენინგები ტერამოს უნივერსიტეტში- მიკრობიოლოგიისა და ანალიტიკური ქიმიის ლაბორატორიებში.


    10) 23-27 აგვისტო, 2021 ლუბლიანა, სლოვენია

    სამუშაო შეხვედრა (ლუბლიანა, სლოვენია) პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 5 დღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 23-27 აგვისტოს პროექტის კოორდინატორ, ლუბლიანას უნივერსიტეტში, პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში. სამუშაო პროგრამის ფარგლებში 24 აგვისტოს ჩატარდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა. კოორდინატორმა მარია კლოპციცმა (Marija Klopcic) ისაუბრა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 2018 წლის იანვრიდან დღემდე მიღწეულ შედეგებზე და აქტუალურ თემებზე, ასევე დარჩენილ პერიოდში ჩასატარებელ აქტივობებზე.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა პარტნიორი ინსტიტუციის კოორდინატორებმა წარმოადგინეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული მუშაობის შედეგები.

    ლუბლიანას უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპული პროექტების მიმართულებით, სტასკა მრაკ იამნიკმა (Ms. Staška Mrak Jamnik ) ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საერთაშორისო, კვლევითი და ერაზმუს+ მიმართულების პროექტების შესახებ. ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, კახაბერ კორძაია შეხვდა ლუბლიანას უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იგორ პაპიჩს (Rector Prof. Dr. Igor Papič). 25-27 აგვისტოს, ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობდა სამუშაო და გაცნობითი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა კერძო ფერმებში, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში, ვეტერინარულ და რძის პროდუქტების ლაბორატორიებში.


    9) 22-25 ოქტომბერი, 2019 თბილისი

    სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.

    სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრას და ტრენინგს. 22 ოქტომბერს პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მეორე დღეს კომიტეტმა მუშაობა განაგრძო კახეთის რაიონში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე გაცნობოდნენ ბოდბის სამონასტრო კომპლექსს და დაეთვალიერებინათ ქალაქი სიღნაღი. 24 ოქტომბერს ტრენინგის პირველ დღეს უმასპინძლა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ. 25 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა დასკვნით დღეს. ტრენინგი ჩატარდა უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, რომელსაც ესწრებოდა 19 ინსტიტუციის 50-ზე მეტი მონაწილე. სტუმართა წინაშე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და აღნიშნა პროექტის განსაკუთრებული როლის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის. მან ასევე ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის შესახებ. პრეზენტაციების დასრულების შემდგომ მასპინძლებმა პროექტის მონაწილეებს გააცნეს უნიკალური სასწავლო-კვლევითი ბაზა, მარანი „კოლხი“, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ არქიტექტურულ შენობას, აღჭურვილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალებით, უძველესი ქვევრებით, საწნახელით, ენოთეკითა და სამი სხვადასხვა ტიპის მარნით, ასევე პროექტის მოაწილეებს გააცნეს ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარი საკოლექციო ნაკვეთი 118 -ი ჯიშით. სტუმრებმა დაათვალიერეს მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიისა და პროექტის ფარგლებში აღჭურვილი (განახლებული) მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები.

    იხილეთ თანდართული ფაილები:


    8) აგვისტო - სექტემბერი, 2019 - ტერამო, იტალია

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობისა და თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ტრენინგი ტერამოს უნივერსიტეტში (იტალია, აგვისტო-სექტემბერი, 2019)

    ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტები, ლუკა ბეშიძე და ლევან ბაჩანაძე მონაწილეობას იღებენ ტრენინგში, რომელსაც ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მასპინძლობს. ტრენინგი ტარდება ერასმუს პლუსის საერთაშორისო პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრობი-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab" ფარგლებში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სასწავლო კურსს გადიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო ტრენინგებს ატარებენ ტერამოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მომავალი მეცნიერებისა და პროფესიონალების თეორიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლას. ინტენსიური ერთთვიანი კურსი ბიოტექნოლოგიის სფეროს თემატიკის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: საკვები პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხობრივი პარამეტრების განსაზღვრა და მათი ფიზიკო-ქიმიური და ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა, ცოცხალი უჯრედების ფიზიოლოგური პარამეტრების შესწავლა თანამედროვე აპლიკაციების გამოყენებით და სხვა. სტუდენტები გაირღმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ექსპერიმენტის დაგეგმვა და დიზაინი, ანალიტიკური მეთოდები და ინსტრუმენტები, ნიმუშების აღება და ანალიზი, მონაცემების აღება და შედეგების ინტეპრეტაცია.

    ტერამოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარმატებით გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე და მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის.

    ფოტო-ალბომი


    7) 15-16 აპრილი, 2019 - ლიონი, საფრანგეთი

    სამუშაო შეხვედრა (ლიონი, საფრანგეთი) პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 2 დღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 15-16 აპრილს, ქ. ლიონის ინსტიტუტში (VetAgro Sup) პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში. სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრას. კოორდინატორმა მარია კლოპციცმა ისაუბრა პროექტის შუალედური ანგარიშის შესახებ და ასევე აქტუალურ საკითხებზე, განისაზღვრა პარტნიორთათვის ანგარიშების მიწოდების ვადა ლუბლიანას უნივერსიტეტისათვის. მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და აღნიშნა პროექტის განსაკუთრებული როლის შესახებ უნივერსიტეტისათვის; მიმდინარე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ერთობლივი ფილმის ჩვენება; პროექტის ვებ-პორტალისა და Moodle -ის პრეზენტაცია; დაიგეგმა მომდევნო 6 თვის, აპრილი-ოქტომბერი 2019, სამუშაო გეგმა.


    6) 4-7 დეკემბერი, 2018 - ლვოვი, უკრაინა

    „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“.

    სამუშაო შეხვედრა (ლვოვი, უკრაინა) პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 4 დღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ლვოვში 2018 წლის 4-7 დეკემბერს, ლვოვის ვეტერინარული მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში, პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში. სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრასა და ტრენინგებს. პროექტის კოორდინატორმა მარია კლოპჩიჩმა წარმოადგინა პროექტის ანგარიში და თითოეულ პარტნიორს გააცნო შესაბამისი ფორმით წარმოსადგენი ინფორმაცია შუალედური ანგარიშისთვის, რომელიც ლუბლიანას უნივერსიტეტის კოორდინირებით 2019 წლის იანვარში მომზადდება.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების კოორდინატორებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული მუშაობის შედეგები და განიხილეს მომდევნო ექვსი თვის გეგმა. სამუშაო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტები: ლვოვის ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ლაბორატორიასა და ვეტერინარული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების კვლევით ინსტიტუტში.

    იხილეთ თანდართული ფაილი:

    30.11.2018

    იხილეთ ვიდეო - Erasmus+ Ag-Lab - Georgia


    5) 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2018 წელი - ჩატარების ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“

    სამუშაო შეხვედრის - "ლაბორატორიის პერსონალის დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო კურსები"- ოქმი

    ფოტო-ალბომი.


    4) 9-12 ივლისი, 2018 - კიშინიოვი, მოლდოვა

    სამუშაო შეხვედრა (კიშინიოვი, მოლდოვა) პროექტ ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 4 დღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა კიშინიოვში 9-12 ივლის, 2018 წელს მოლდოვას სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, პროექტ ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში.

    სამუშაო პროგრამა ყურადღებას ამახვილებს საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე და ტრენინგის მოწყობაზე პარტნიორებისათვის, რომლებიც პროექტის მონაწილე დაწესებულებებია.

    • კოორდინატორმა მარია კლოპციცმა წარმოადგინა პროექტის პირველი ექვსი თვის ბიუჯეტი და დაიწყო ტექნიკის შესყიდვის პროცედურა. ევროპელმა პარტნიორებმა განახორციელეს პირველი ტრენინგ სესიის ანალიზი, რომელიც ჩატარდა ევროპის სხვადასხვა პარტნიორ დაწესებულებებში. ამას მოყვა ქმედებები მიღებული შედეგების გასავრცელებლად და ასევე მომავალში გათვლილი პროექტის გავრცელების სტრატეგიის განსახორციელებლად.

    კსუ-ს წარმომადგენლებმა, ისევე როგორც სხვა პროექტის პარტნიორებმა, წარმოადგინეს მათი დაგეგმილი მოქმედებების მიღწევები და ამის შემდეგ განიხილეს მომდევნო ექვსი თვის გეგმა. სამუშაო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტი ვეტერინალური დიაგნოსტიკის რესპუბლიკურ ცენტრში, სადაც მონაწილეებს შესაძლებობა მიეცათ გაცნობოდნენ აკრედიტებულ ლაბორატორიულ მეთოდებს და ამ დაწესებულებაში გამოყენებულ ინდექსებს.

    ფოტო-ალბომი.


    3) 23-27 აპრილი, 2018 წელი – სასწავლო ვიზიტი ლიონში პროექტ ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა 5 დღიან სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართა ლიონში 23-27 აპრილს პროექტ ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში.

    ვიზიტის დროს განხილულ იქნა ისეთ საკითხები, როგორიცაა ხარისხის მართვის სამსახური, ლაბორატორიების ISO სტანდარტი, GLP ლაბორატორიაში, მეტროლოგია ლაბორატორიაში, შიდა აუდიტი/18001 სტანდარტი და დოკუმენტები QMS-ში.

    23 აპრილი, 2018 წელი – ლიონის დღის წესრიგი

    რეკომენდაციები ბიოანალიტიკური მეთოდის აღიარებაზე

    ISO სტანდარტი

    კითხვარის ანალიზი – მეორე ტრენინგ სესია, ლიონი

    ფოტო-ალბომი


    2) 9-13 აპრილი, 2018 წელი - პროექტ „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა ტერამოში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენილი მონაწილეობდა 5 დღიან შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ტერამოში 9-13 აპრილს, პროექტ ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (აგ-ლაბორატორია) ფარგლებში. პროექტის მიზანია აგრო-ლაბორატორიის პროექტის წინადადების გაერთიანება.

    მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი ჰომოგენიზაციასა და საკვების დისპერსიაზე; შეისწავლეს სურსათის სტაბილიზაციისა და ფუნქციური ნაერთების გამდიდრებისათვის ვაკუუმის მეთოდის გამოყენება; სიზუსტის გაუმჯობესება სენსორული ანალიზისას; ხორბლის დაფქვა; ანტიოქსიდანტების რაოდენობის შემოწმება; ფენოლის ნაერთების აღმოჩენა საკვებში ქრომატოგრაფიის გამოყენებით და მიკრო-ექსტრაქციის პროცედურების გამოყენება პესტიციდების გამოსავლენად.

    UniTE ტრენინგ პროგრამა


    1) 17-18 იანვარი, 2018 წელი – პროექტ „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ (აგრო-ლაბორატორია) ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა კიევში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა 2 დღიან საწყის შეხვედრაში, რომელიც გაიმართა კიევში 17 და 18 იანვარს, პროექტ ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” ფარგლებში. პირველი შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში შეეგროვებინა და განევითარებინა შეთავაზებები პირველი ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ოთხი ლაბორატორიის წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია მათ ქვეყანაში ლაბორატორიის თანამშრომელთა კომპეტენციის დონის შესახებ და საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბა უნივერსიტეტის ლაბორატორიის სპეციალისტთა გადამზადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მეორე ნაწილში ევროკავშირის ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ლაბორატორიული პრაქტიკის ორგანიზაციების შესახებ: მოთხოვნები შენობების მიმართ, აღჭურვილობა, თანამშრომლები, ლაბორატორიულ პრაქტიკასთან დაკავშირებული ევრო კავშირის ძირითადი სტანდარტების მიმოხილვა: ISO 17025, ISO 17043, ISO 9001 ლაბორატორიების აკრედიტაცია; ევროკავშირში სურსათის დამაბინძურებლების გამოვლენა რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ქიმიური ანალიზის საშუალებით; ლაბორატორიის მეტროლოგიის მდგომარეობის მოთხოვნები, დისტანციური სწავლების პლატფორმა "ISLE Learn Moodle platform".

    ტრენინგ სესია, კიევი, 2018კსუ-პრეზენტაციაპირველი ოქმიტრენინგ სესიის ოქმი

    კითხვარის ანალიზი.