Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    პროექტი “Improving skills in laboratory practice for agro-food specialists in Eastern Europe Region” (586383-EPP-1-2017-1-SI-EPPKA2-CBHE-JP)

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი პროექტში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ფარგლებში, საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მიერ წარდგენილი პროექტის “Improving skills in laboratory practice for agro-food specialists in Eastern Europe Region” (586383-EPP-1-2017-1-SI-EPPKA2-CBHE-JP) ერთ-ერთი პარტნიორია.

    პროექტი - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“ - ძალაში 2017 წლის 14 ნოემბრიდან შევიდა.

    თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წლის აპრილის ბოლოს გაფორმდება.

    • აპლიკანტი - ლუბლიანას (სლოვენია) უნივერსიტეტი;
    • აღნიშნულ პროექტში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 18 უნივერსიტეტი და ლაბორატორია;
    • პარტნიორი N6 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია;
    • საქართველოდან პროექტში, ასევე, მონაწილეობს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი პროექტში:

    პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი უკავშირდება პროექტის საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებს. მისი ჩართულობა ფოკუსირებულია პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე. ღონისძიებები ჩატარდება საქმიანობის საერთო გრაფიკის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში კსუ- ს ერთ-ერთი მთავარი როლია ყურადღების გამახვილება პროექტის მიზნების განხორციელებაზე უნივერსიტეტსა და, ზოგადად, საზოგადოებაში. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე შეიქმნება სპეციალური კურსი „ლაბორატორიული პრაქტიკა კვების ტექნოლოგიებში“.

    კსუ გამოიყენებს უნივერსიტეტის ყველა შესაძლებლობას - სასწავლო ცენტრებს, აკადემიურსა და ადმინისტრაციულ გარემოს, რათა შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა.
    კსუ ყურადღებას გაამახვილებს სწავლებისა და სწავლის მასალების შემუშავებაზე, პროექტის მასალების გამოქვეყნებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, აგრეთვე, ადგილობრივსა და ეროვნულ დონეზე მიღებულ შედეგებზე.

    პროექტის მიზნები და ამოცანები
    პროექტის ძირითადი მიზანია აგრო-კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახანს გახდნენ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მათი სპეციალისტების მომზადების გაუმჯობესების კუთხით. პროექტი ეხება ხელშეკრულების ნაწილს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოების გზით.

    ეს მიიღწევა სამი კონკრეტული ამოცანის მეშვეობით:

    - ლაბორატორიული პრაქტიკის სპეციალობისათვის სპეციალიზირებული სამაგისტრო კურსების შექმნა აგრობიზნესის სექტორის სპეციალისტებისათვის უკრაინაში (UA), საქართველოსა (GE) და მოლდოვეთში MD-შ (ვეტერინარული მედიცინა, აგრონომია, მეცხოველეობა, კვების ტექნოლოგიები);

    - უნივერსიტეტის სპეციალურ კურსებზე სასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავე ლაბორატორიული პერსონალის დიპლომის შემდგომი მომზადების მიზნით პარტნიორული ჯგუფების შექმნა;

    - ლაბორატორიების მიერ მათი პერსონალისთვის უზრუნველყოფილი სასწავლო კურსების განახლება;

    - უნივერსიტეტებისა და ლაბორატორიების თანამშრომლობის ახალი პრაქტიკის შემუშავება ორმხრივი მომგებიანობის საფუძველზე: გაცვლითი პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს, მოახდინონ უნარებისა და კომპეტენციების ადაპტირება შრომის ბაზრის საჭიროებების მიხედვით, უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამისა და აგრო-საკვების ლაბორატორიის პერსონალისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების რეგულარულსა და მუდმივ განახლებას.

    პროექტის შედეგები:
    - სასწავლო კურსების შემუშავება. სტუდენტებისა და ლაბორატორიის პერსონალისთვის საჭირო კომპეტენციების მოპოვება;
    - მასწავლებელთა ჯგუფების მომზადება;
    - პედაგოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
    - თანასწავლების საშუალებების შექმნა უნივერსიტეტებისა და მოქმედი ლაბორატორიების თანამშრომლების მონაწილეობით.

    პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მეთოდოლოგია:
    პროექტის ვადა გათვალისწინებულია 36 თვეზე. პროექტი მიზნად ისახავს აგრო-კვების სექტორში ლაბორატორიული პრაქტიკის 4 სპეციალიზირებული კურსის შექმნას: ვეტერინარული მედიცინა, აგრონომია, მეცხოველეობა და კვების ტექნოლოგიები. აგრეთვე, შემუშავდება საერთო სასწავლო კურსი და დიპლომის შემდგომი ტრენინგების სასწავლო კურსები.

    იხილეთ მანდატი

    da ori baneri dasadebia