Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შეუძლია ისარგებლოს სტუმარი სტუდენტის სტატუსით და ერთი თვიდან ერთი წლის ვადით ისწავლოს ბურგოსისა და ლა რიოხას უნივერსიტეტებში. ამ შემთხვევაში, სტუდენტი ან კურსდამთავრებული ირჩევს შესაბამის საგნებს და იხდის მათ საფასურს კრედიტული პრინციპით. სტუმარმა სტუდენტმა უნდა აიღოს მინიმუმ ორი ან სამი კრედიტის საგანი. ამასთანავე, სტუმარი სტუდენტი სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით რითაც ჩვეულებრივი წესით ჩარიცხული სტუდენტები სარგებლობენ, მაგალითად, სტუდენტური ბარათი, სატრანსპორტო ფასდაკლების ბარათი, სამუშაო უფლება - დღეში 4 საათი და სხვა. სტუმარი სტუდენტი საცხოვრებელ ხარჯებს თავად ანაზღაურებს, თუმცა ოპტიმალური ვარიანტების შერჩევაში მათ დაეხმარება კსუ-ს წარმომადგენელი ესპანეთში. საცხოვრებელი საშუალოდ 200-დან 250 ევრომდე უჯდებათ სტუდენტებს.

    აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტში გაიხსნა ესპანური ენის კურსები, რომელიც ისწავლება ბურგოსის უნივერსიტეტის პროგრამით. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, რომლის წარმატების დასრულებისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ სტუდენტს ენიჭება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ბურგოსის უნივერსიტეტის სერტიფიკატი. ენების კურსების წარმატებულ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ ბურგოსის უნივერსიტეტის 6 კრედიტი. ე.ი. აღნიშნულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოცემული 6 კრედიტი გამოიყენონ სტუმარი სტუდენტის პროგრამის არჩევის შემთხვევაში. ამ დროს, ესპანეთში სწავლისას მათ აღარ მოუწევთ არჩეული 6 კრედიტის საფასურის გადახდა.

    სტუმარი სტუდენტის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ან კურსდამთავრებული მიიღებს სტუმარი სტუდენტის სერტიფიკატს შესაბამისი უნივერსიტეტიდან.

    პროგრამა ხორციელდება ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ქეთი გორგილაძის ორგანიზებით.