Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სამიერიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოკლევადიანი და გრძელვადიანი (1 კვირიდან 1 წლამდე) პრაქტიკები გაიარონ ესპანეთის კერძო თუ საუნივერსიტეტო მარნებში, მაგალითად ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლა რიოხას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოღოიუდოს კერძო მარანი - Rio Negro, ქალაქ მარბეიას მარანი - Viña Tamisa, ქალაქ ბაიადოლიდთან სოფელ ელ პეგოს მარანი - Anciano, მადრიდის კვლევისა და ინოვაციის ცენტრი ბიო მეღვინეობის მიმართულებით - IMIDRA და სხვა. პრაქტიკის ობიექტის შერჩევა მოხდება შესაბამისი სეზონის და მიმართულების მიხედვით. მოკლევადიანი (ერთი კვირიდან ერთ თვემდე) პრაქტიკის არჩევის შემთხვევაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტს საცხოვრებლით. გრძელვადიანი პრაქტიკის არჩევის შემთხვევაში სტუდენტი თავად ფარავს საცხოვრებლის ხარჯებს. პრაქტიკების წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს შესაბამისი პრაქტიკის ობიექტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიკატს.

    პროგრამა ხორციელდება ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ქეთი გორგილაძის ორგანიზებით.