საზაფხულო პრაქტიკა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
სწავლის ხანგრძლივობა: 1 თვე
საკონკურსო ადგილი: 5
განაცხადების მიღება: კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ. სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge .
მონაწილეობის წინაპირობა:
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
- მონაწილეები განთავისუფლებულები არიან პრაქტიკის საფასურის გადახდისგან.
- ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში.
- მოგზაურობის და ცხოვრების (კვება, დაზღვევა და ა.შ.) ხარჯებს ფარავს პროგრამის მონაწილე.