Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ორმხრივი გაცვლითი პროგრამები ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სემესტრული მობილობით ან ერთთვიანი პრაქტიკები გაიარონ პარტნიორ უნივერსიტეტებში, კლინიკებში და ა.შ.

    ორმხრივი სემესტრული მობილობის პროგრამები ცხადდება ყოველ სემესტრში, ხოლო პრაქტიკის პროგრამები - წელიწადში ერთხელ. მობილობის და პრაქტიკის პროგრამების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება უნივერსიტეტის კორპორატიული ელ.ფოსტის, საიტის და სოციალური მედიის გვერდების საშუალებით. განცხადება შეიცავს დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობების, შერჩევის კრიტერიუმებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.

    გაცვლით პროგრამებში მონაწილე საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტებს კსუ უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის შეღავათებითა და დაფინანსებით. რაც ყველაზე მთავარია, კსუ ყველა სტუდენტს სთავაზობს თანაბარ შესაძლებლობებს; გაცვლით პროგრამებზე კონკურსები ტარდება გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით.

    დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამების მარეგულირებელი წესს.

    ♦ ლოძის უნივერსიტეტი (ლოძი, პოლონეთი)

    ♦ იაგელონიის უნივერსიტეტი (კრაკოვი, პოლონეთი)

    ♦ ალკალას უნივერსიტეტი (ალკალა, ესპანეთი)

    ბალტიის საერთაშორისო აკადემია (რიგა, ლატვია)

    ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტი (გვანჯუ, სამხრეთ კორეა)

    ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი (ვროცლავი, პოლონეთი)

    პრაქტიკა კასტილა ლა-მანჩას კლინიკებში (ესპანეთი)

    სტუმარი სტუდენტის პროგრამა ბურგოსის და ლა რიოხას უნივერსიტეტებში (ესპანეთი)

    პრაქტიკები ესპანეთის კერძო თუ საუნივერსიტეტო მარნებში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

    ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა მევენახეობა- მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.