უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ხელს უწყობს, ამზადებს და შეაქვს საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის განაცხადები პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში: "Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism", პროექტი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD–German Academic Exchange Service) მიერ და მას ხელმძღვანელობს გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (TID -Deggendorf Institute of Technology, Germany).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობენ:
პროექტის მიზნებია: გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთის, ხორვატიის, უკრაინისა და საქართველოს სამედიცინო ველნეს& სპა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური განათლებისა და კვლევების მეშვეობით; ჯანმრთელობის ტურიზმის ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა; სამედიცინო ველნეს&სპა ტურიზმში ერთობლივი სასწავლო კურსებისს და სამაგისტრო პროგრამის შექმნა-განხორციელება; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება; ყოველწლიური „საზაფხულო სკოლის“ ორგანიზება გერმანიაში, ყველა მონაწილე ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტთა და პროფესორთათვის.
ამ უნიკალური პროქტის ფარგლებში, ექვსი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა ერთობლივი კურსი „Medical Wellness & Spa Management“. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ხორციელდება ონ-ლაინ ლექციების ციკლი, რომელიც მოიცავს 15 თემას, რომელთაც ჩაატარებენ მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორები. ასევე, პროექტის ფარგლებში ხორციელდება კვლევები ველნეს&სპა ტურიზმში, რომლებშიც მონაწილე უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, ჩართულია ასევე სტუდენტები. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სეზონური სკოლა გერმანიაში, რომელშიც ჩართულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და მედიცინის ფაკულტეტის 25 სტუდენტი.
2020 წელს უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრმა - STCU დააფინანსა სამაგისტრო პროგრამა გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევებში, რომლის ხანგრძლივობა იყო 2 წელი (1/08/2020- 01/08/2022), ხოლო პროექტის ბიუჯეტი - 66525 ევრო.
2021 სასწავლო წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაინერგა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევებში. სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია შესაბამისი სპეციალობების პროფესორებთან და გამოცდილ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად კანადიდან, არგენტინიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ცენტრალური ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ პროგრამის განხორციელებაში ქართველ პროფესორებთან ერთად.
2023 წლიდან პროექტი გახანგრძლივდა და მდინარეობს გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს შექმნა.
2023 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაერთო პროექტში „Consulting Services for Promoting Internationalization of Higher Education“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საქართველო - ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და მოიცავს სამ ძირითად ამოცანას: ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტში, სპეციალობის ინგლისური ენის მოდულების და მეწარმეობის მოდულების შემუშავება და საერთაშორისო სეზონური სკოლების შემუშავება და განხორციელება დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.
პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა საქართველოს უსდ-ების ინსტიტუციური კვლევა და შეფასება სხვადასხვა კომპონენტებით - სწავლა და სწავლება, განათლება, კვლევა, მატერიალური და ადამიანური რესურსები და ა.შ. მეორე ეტაპზე განხორციელდა პროექტში ჩართული უსდ-ებისთვის ონლაინ ვორქშოპების ჩატარება და პროექტის მიზნების გაცნობა, პროექტის მესამე ეტაპზე კი შეირჩა რამდენიმე უნივერსიტეტი, რომლებიც პროექტით დასახულ ამოცანებს განახორციელებენ უცხოელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით.
პროექტის მეორე ამოცანის განსახორციელებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეირჩა. CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე, პროექტის საერთაშორისო ექსპერტებთან, University College London Consultants-ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შემუშავდება „ბიზნესინგლისურის“ და „მეწარმეობის“ ე.წ. Benchmark მოდულები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს სხვა უსდ-ებს შეეთავაზება როგორც გზამკვლევი აღნიშნული მოდულების დანერგვისას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაერთო DAAD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ბოლონიის პროცესის კიდევ უფრო დახვეწას პარტნიორ უსდ-ებში.
პროგრამის ფარგლებში ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა 2021 და 2022 წლებში. პროექტი მოიცავდა ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული 3 მიმართულებით კონსულტაციებს: სწავლისა და სწავლების ინოვაციური მიდგომები; მობილობა და ინტერნაციონალიზაცია; კურიკულუმის შემუშავება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, როგორც პროექტის წარმატებულ მონაწილეს, გადაეცა პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი.