კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ტრენინგკურსზე - „პროექტის მართვა“. კურსი გათვალისწინებულია პროექტების მართვით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, მენეჯერებისთვის, პროექტის მენეჯერებისა და კოორდინატორებისთვის.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება აუცილებელი ცოდნა და უნარები პროექტის სრული ციკლის მართვის შესახებ და შეძლებს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენებას პრაქტიკაში.
თითოეული შეხვედრა დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, სადაც გათვალისწინებულია ქეისებისა და სავარჯიშოების ჯგუფურად გაკეთება.
ტრენინგში სრულად ინტეგრირებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდი.
ტრენინგკურსი აგებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით: PMBOK 7th, Project Management Body of Knowledge, by Project Management Institute (PMI); მიუყვება ISO 21500:2012, Guidance on Project Management და IPMA ICB 4.0.
წინაპირობა: კურსზე დასწრებას წინაპირობა არ გააჩნია.
პროგრამული უზრუნველყოფა: ტრენინგ კურსის ფარგლებში შესაძლებელია რიგი საკითხების სწავლება MS Project 2016/19 პროგრამულ უზრუნველყოფაში.
ტრენინგის ფორმატი: დასწრებული, აუდიტორია 101.
ტრენერი: ნინო გორგაძე
PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი) საერთაშორისო სერტიფიცირების მფლობელი.
MBA, PhD კანდიდატი, მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი პროექტების მენეჯმენტში. პროექტების მენეჯმენტის ტრენერი 4 წლიანი გამოცდილებით.
გენერალური მენეჯერი 6 წლიანი გამოცდილებით. პროექტების მენეჯერი 16 წლიანი გამოცდილებით დიდი, კომპლექსური, საერთაშორისო და ლოკალური პროექტების მენეჯმენტში როგორც საერთაშორისო, არასამთავრობო, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორებში.
ამჟამად ხელმძღვანელობს „მენეჯმენტის ცენტრს“ და „საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაცია საქართველოს“ წარმომადგენლობას (IPMA GEORGIA).
სრული პროფილი: https://www.linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36/
ტრენინგის შინაარსი
1 მოდული: შესავალი და პროექტის დასაწყისი
2 მოდული: პროექტის კომუნიკაციის და სტეიკჰოლდერების მართვა
3 მოდული: პროექტის შინაარსის მართვა და WBS შედგენა
4 მოდული: პროექტის განრიგის შედგენა
შენიშვნა: აღნიშნული მოდული ისწავლება MS Project 2016/19-ში
5 მოდული: პროექტის რესურსების განსაზღვრა და ხარჯების მართვა
შენიშვნა: აღნიშნული მოდული ისწავლება MS Project 2016/19-ში
6 მოდული: პროექტის რისკების მართვა
7 მოდული: იმპლემენტაცია, მონიტორინგი და კონტროლი, პროექტის დახურვა
შენიშვნა: აღნიშნული მოდული ისწავლება MS Project 2016/19-ში
ტრენინგის დეტალები:
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საათი (სულ 7 მოდული; თითოეული მოდულის ხანგრძლივობა-3 საათი)
თარიღები: 17, 19, 24, 31 მაისი და 2, 7, 9 ივნისი - (19:00 – 22:00 სთ)
სასწავლო მასალები: მონაწილეებს გადაეცემათ პროექტის მართვისთვის საჭირო გეგმების პრაქტიკული ნიმუშები და საჭირო თეორიული კონტენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ღირებულება - 570 ლარი
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
(ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის/კომპანიის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში).
გაიცემა ტრენინგ კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: forms.gle
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 13 მაისი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
ტრენინგცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება