კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA)“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ცხადდება მიღება მასტერკლასზე - „ღვინის დეგუსტაცია“. მასტერკლასი ხორციელდება მეღვინეობა „ეთნო ოკამთან“, „ნაბერაული ვაინსთან“, მარანი „ჯორჯინოსთან“, მარანი „ალაფიანისთან“ და „მანას ღვინოსთან“ პარტნიორობით.
I - შეხვედრა
შეხვედრის თარიღი/დრო: 14 მაისი, 19:00- 21:00 სთ. (ხანგრძლივობა - 2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
II - შეხვედრა
შეხვედრის თარიღი/დრო:18 მაისი, 11:00- 13:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
მასტერკლასს გაუძღვება მეღვინე-კონსულტანტი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, შპს „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, შპს „ღვინის კომპანია შუმის“ შეფსომელიე, Gault & Millau საქართველო - წლის სომელიე 2023 - საბა ქიტიაშვილი
მასტერკლასის ღირებულება: 85 ლარი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/pk6WTCycJZUbZgAv5
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 07.05.2024
სერტიფიკატი: მონაწილეებს გადაეცემა საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge
მასტერკლასის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება