კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) გიწვევთ „შრომის სამართლის“ ტრენინგკურსზე. კურსი გათვალისწინებულია იურისტებისთვის, HR პროფესიონალებისთვის, მეწარმეებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელებისა და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებით დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისთვის.
ტრენინგკურსის ფარგლებში განხილული იქნება შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული პრაქტიკული ქეისები, ასევე შრომის სამართლის სფეროს უახლესი ცვლილებები, მიდგომები და პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზები.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება აუცილებელი ცოდნა და უნარები შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ და შეძლებს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენებას პრაქტიკაში.
ტრენერი: ნინო ჯოლია - PhD, LLM - საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის „გრანთ თორნთონ“ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, ეკონომიკის დოქტორი, 15+ წლიანი გამოცდილებით ბიზნეს სამართალში.
სრული პროფილი: https://www.linkedin.com/in/ninojolia
ტრენინგის შინაარსი
I დღე - 2 საათი
• შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
• შრომითი ურთიერთობა, მსგავსება და განსხვავება ნარდობასთან;
• შრომითი ურთიერთობის სუბიექტები (დამსაქმებელი, დასაქმებული);
• დასაქმებულის მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობა;
• დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში;
• წინასახელშეკრულებო ურთიერთობები;
• შრომითი ხელშეკრულების ფორმები და ვადები.
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
II დღე - 2 საათი
• შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
• პერსონალური მონაცემების დამუშავება;
• სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი;
• გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება;
• სტაჟირება და სტაჟირების ხელშეკრულება;
• სამუშაოს შესრულების თავისებურებები;
• შრომის შინაგანაწესის მნიშვნელობა და მოწესრიგების სფერო;
• ცვლაში მუშაობა და ღამის სამუშაო.
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
III დღე - 2 საათი
• სამუშაო დროის ხანგრძლივობა;
• სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი;
• ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი;
• შვებულება, შვებულების ხანგრძლივობა, დეკრეტული შვებულება;
• შრომის ანაზღაურება;
• დროებითი შრომისუუნარობა;
• შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები;
• შრომითი ურთიერთობის შეჩერების წესი.
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
IV დღე - 2 საათი
• შრომითი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა შეთავსებით სამუშაოზე;
• პასუხისმგებლობა შრომით ურთიერთობებში;
• შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები;
• შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი;
• მასობრივი დათხოვნა;
• საწარმოს გადაცემა;
• კოლექტიური შრომითი ურთიერთობა.
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
V დღე - 2 საათი
• სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდება;
• დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონსულტაციის გამართვა;
• დასაქმებულთა უფლებამოსილი წარმომადგენელი;
• კონსულტაციის გამართვის პროცედურები;
• შრომის ინსპექციის კომპეტენცია;
• ზედამხედველობის ფარგლები და პასუხისმგებლობა (სანქციები).
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი.
შემაჯამებელი დისკუსია
ტრენინგის დეტალები:
ტრენინგის ფორმატი: პირისპირი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 საათი (სულ 5 მოდული; თითოეული მოდულის ხანგრძლივობა-2 საათი)
თარიღები: 3,5,6,10,13 მაისი (19:00 – 21:00 სთ)
ღირებულება - 220 ლარი
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
1. CIU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის - 10%
2. კურსზე ოჯახის წევრების ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10 %
3. CIU-ს ტრენინგკურსების კურსდამთავრებულთათვის ყოველ მომდევნო ტრენინგზე - 15%
4. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილისთვის - 15%.
(ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის/კომპანიის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში).
გაიცემა ტრენინგკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/WHH8JyxxjVsz4Nw36
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 29 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
*ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება