მეღვინეობის კურსი საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ცხადდება მიღება კურსზე - “ მეღვინეობა ”.
მეღვინეობის კურსი განკუთვნილია დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის და თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის მიზანია, მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს „ეთნო ოკამი“ - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმი“ - სომელიე; შპს „სფრინგ ფილდს“ - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 შეხვედრა - 17 საათი.
მოდულის ღირებულება: 450 ლარი.
I შეხვედრა - ღვინის კლასიფიკაცია
- სუფრის წყნარი და სპეციალური ღვინოები
- ადგილწარმოშობის ღვინოები
- ღვინის კანონი
შეხვედრის თარიღი/დრო: 31 მაისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
II შეხვედრა - კლასიკური ღვინოების ტექნოლოგია
თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოების დამზადების მეთოდები შეხვედრის თარიღი/დრო: 2 ივნისი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
III შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება (პრაქტიკა)
- დეგუსტაციისთვის საჭირო გარემო-პირობები და მისი ფორმები - ღვინის შეფასების კრიტერიუმები - ტერმინოლოგია - სენსორიკის გაუმჯობესების პრაქტიკული სავარჯიშოები
შეხვედრის თარიღი/დრო: 7 ივნისი, 19:00- 22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: სადეგუსტაციო ოთახი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
IV შეხვედრა - ღვინის არომატები და ზადები - არომატების წარმომქმნელი ნივთიერებები და მათი გარდაქმნა - დაავადების პრევენცია და გამოსწორების ხერხები
შეხვედრის თარიღი/დრო: 9 ივნისი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი) შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
V შეხვედრა - ღვინისა და კერძის შეხამება (პრაქტიკა)
- პოზიტიური და რისკიანი შეხამებები
- ადგილობრივი კერძები და ღვინო
- ღვინისა და წყლის შეხამება
შეხვედრის თარიღი/დრო: 14 ივნისი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი)
შეხვედრის ადგილი: 8000 მოსავალი - ღვინის მაღაზიათა ქსელი და სადეგუსტაციო სივრცე (ღვინის დეგუსტაცია და წასახემსებელი)
VI შეხვედრა - სერვირება და ღვინის მარკეტინგი (პრაქტიკა)
- ღვინის შერჩევა
- ღვინი შენახვის სწორი პირობები
- ფასის და ხარისხის შესაბამისობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 16 ივნისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
VII შეხვედრა - მიკროვინიფიკაცია
- მცირე მარნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა
- მარნის ჰიგიენა
- მცირე მარნის დაგეგმვა და მოწყობა
შეხვედრის თარიღი/დრო: 21 ივნისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)
ტრენინგის დეტალები:
თარიღები: 31 მაისი და 2, 7, 9, 14, 16,21 ივნისი;
სერტიფიკატი: კურსდამთავრებულს გადაეცემა საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/n2bi1TNGxEz6H2yL9 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება