დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის (შემდეგში-სტიპენდია) მინიჭების პირობებს და პროცედურებს.
2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას მეორე სემესტრიდან იწყებენ პირველი სემესტრის ქულებით.
მუხლი 2.
1. სტიპენდია ენიჭებათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში-სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
2. სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
3. კომისიას უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება, კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.
მუხლი 3. სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია
1. კომისიას 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი.
2. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.
4. კომისიის მუშაობის და სტიპენდიის მინიჭების წესი
1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.
3. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატურის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.
9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.
10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს.
11. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის (შემდეგში-სტიპენდია) მინიჭების პირობებსა და პროცედურებს.
2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას მეორე სემესტრიდან იწყებენ პირველი სემესტრის ქულებით.
4. სტიპენდიის მინიჭებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) იქმნება კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით.
მუხლი 2. სტიპენდია
1. სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში-სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
2. სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში – 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
3. კომისიას უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება, კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.
მუხლი 3. სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია
1. კომისიას 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი.
2. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.
მუხლი 4. კომისიის მუშაობის და სტიპენდიის მინიჭების წესი
1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.
3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდგომ.
4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მინიჭების შესახებ,თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატურის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.
9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.
10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს.
11. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება