ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია" (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება No1112.09.2017).
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების პირობებს და პროცედურებს.
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული:
ა) იმ ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდა კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური;
ბ) იმ მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური.
მუხლი 2. სტიპენდია
1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია (შემდგომში - სტიპენდია) ენიჭება მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდგომში – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
2. სტიპენდია წესდება ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა და მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
მუხლი 3. სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია
1. სტიპენდიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, კანდიდატთა წარდგენისა და სტიპენდიანტის გამოვლენის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) იქმნება კომისია.
2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიას 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდგომ ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდგომში- მინისტრი).
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ წესის შესაბამისად სტიპენდიანტის გამოვლენის შემდგომ.
6. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
7. კომისია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სამინისტროს არაუმეტეს 3 თანამშრომლისაგან იქმნება კომისიის აპარატი.
მუხლი 4. სტიპენდიის მინიჭებისა და შეწყვეტის წესი
1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში: წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები და სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად;
ბ) მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში: წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები და სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.
3. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.
9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.
10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს.
11. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
12. მინისტრი, სტიპენდიის დანიშვნამდე კომისიის საქმიანობაში ისეთი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, რამაც შედეგებზე შესაძლო გავლენა მოახდინა, უფლებამოსილია უარი თქვას კომისიის გადაწყვეტილების მოწონებაზე და მისცეს კომისიას 10 დღის ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო ოქმის წარმოსადგენად. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
13. სტიპენდიანტს გადაეცემა შესაბამისი სტიპენდიანტის დიპლომი.
14. მინისტრს უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება. მინისტრი ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.
კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის პირველი ივლისიდან, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება