ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია „სამოქალაქო ომი თუ სამოქალაქო მშვიდობა“.
“Civil Society or Civil War?”
წიგნი მომზადებულია პროექტის - ,,აქტიური საზოგადოება მოქმედებაში”- ფარგლებში. პროექტი განხორციელდა პარტნიორი ორგანიზაციების ,,სხვა სივრცე” (პოლონეთი) და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ.
პუბლიკაცია გამოიცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პროგრამა ,,პოლონეთის შესახებ ცოდნის გავრცელება” ფარგლებში.
ავტორები მკითხევლის ყურადღებას ამახვილებენ - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრობლემებზე და იმ რესურსებზე რომლებიც ჯერ არ არის გამოყენებული მდგრადი სამოქალაქო დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოება განიხილება როგორც სამოქალაქო დაპირისპირების და ომების ალტერნატივა.
მკითხველი მიიღებს ინფორმაციას საქართველოს არაერთგვაროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე, მის რთულ სისტემაზე, ცალკეულ შემადგენელ სეგმენტებზე და მათ შორის ურთიერთობაზე.
პუბლიკაცია სასარგებლოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდაა ჩართული საზოგადოებრივ მოღვაწეობაში და სურს დაინახოს მომავალი მშვიდობიანი, ბედნიერი საქართველო მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა იდეოლოგიის თუ წარმოშობის ადამიანი.
საკონფერენციო დარბაზი, ოთახი 305
28 სექტემბერი
14:00 საათი
დასწრება თავისუფალია
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება