როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა, „მან-სან-კანის“ გუნდის წევრმა თეონა მწარიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, პირველი თამაში 6 მარტს შედგა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს „Vip“, რუსთავის გუნდი - „ყურში გეტყვი“ და სამხატვრო აკადემიის გუნდი „თხუპნიები“დაუპირისპირდნენ. მერვედფინალურ შეხვედრაში სამი მეოთხედფინალისტი უნდა გამოვლენილიყო.
მომდევნო თამაში 5 მაისს გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ბათუმის გუნდს, „Vip“-სა და თსუ-ს სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
„ჩვენდა სასიხარულოდ, „ნოე და სამი G”-მ წარმატებას მიაღწია. მომდევნო თამაში 2012 წლის 1 ივნისს, პარასკევს გვექნება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მხარს აქტიურად დაგვიჭერენ. ამჯერად ჩვენი კონკურენტები პოპულისტები, შარახვეტია და სასოფლოს გუნდი იქნებიან. თამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში გაიმართება. განწყობა საბრძოლოა, ჩვენი კოზირი განსხვავებულობაშია, მიგვაჩნია, რომ სხვა გუნდებისაგან რადიკალურად გამოვირჩევით, ამიტომ წარმატების დიდი იმედი გვაქვს" – განაცხადა თეონა მწარიაშვილმა.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, საკუთარ გუნდს აქტიურად ვუგულშემატკივროთ და ფინალში გასვლა ვუსურვოთ!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება