დელეგატები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ და აქტუალურ თემებზე იმსჯელეს. სიმულაცია 9 კომიტეტში ევროკავშირის საბჭოსა (the Council of European Union) და ევროპული საბჭოს (European Council) ფორმატით მიმდინარეობდა. საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში დელეგატებმა 9 განსხვავებული პრობლემა განიხილეს და მათი გადაწყვეტის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც 12 მაისს გენერალურ ასამბლეაზე Courtyard Marriott-ში წარადგინეს.
3 დღიანი სწავლების უნიკალური პროცესი, რომელიც ფოკუსირებული იყო ევროკავშირის ინსტიტუტების დინამიკაზე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. საგანმანათლებლო პროექტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა განევითარებინათ უნარები ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებული დებატებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად გამართვის თვალსაზრისით, ასევე გაეზიარებინათ ევროკავშირის პრაქტიკაში არსებული სირთულეები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც ორგანიზატორი, განსაკუთრებით გამოირჩა – ყველა პირობა შეუქმნა მონაწილეებს, რომ მათი საქმიანობა კომფორტულ გარემოში წარმართულიყო და სტუმრებს სრულფასოვანი საკომიტეტო მუშაობისთვის ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონოდათ.
ღონისძიება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ცხარე დებატებიც გაიმართა, სადაც მხარეებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტები წარმოადგინეს.
პროექტმა ახალგაზრდა, მოტივირებული ევროპელები გააერთიანა, რამაც მათ შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის დონე აემაღლებინათ. ასევე – სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, გარემოსდაცვითი თუ სხვა საკითხების შესახებაც.
პროექტის დასკვნითი ნაწილი კი გაიმართა სასტუმრო Courtyard Marriott–ში, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, "საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ", „ევროპული ცენტრი“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც გენერალური პარტნიორი, სნო, რადარამი, ბოულინგ ცენტრალის წარმომადგენლები.
დასკვნით ნაწილში გამოვლინდნენ გამარჯვებულნი, ერთ-ერთი გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ჭანტურია გახდა. ყველა მონაწილეს გადეცა სერტიფიკატები და პრიზები.
ბოლოს, დამსწრეებს უჩვენეს პროექტის ამსახველი, საკმაოდ შთამბეჭდავი ვიდეორგოლი, რომელიც კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის კუთვნილ ტელე და რადიო სტუდიებში დამზადდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება