• 15-დან 25 ოქტომბრამდე სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო კომისია.
არჩევნების შედეგად აირჩევა 16 კაციანი დელეგატთა ჯგუფი, 4 კაციანი წარმომადგენლობით უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან. არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-6 დღეს გაიმართება არჩეული დელეგატების საერთო კრება (რომელსაც უნდა ესწრებოდეს დელეგატთა რაოდენობის 2/3) რომელიც დაამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს.
აუცილებელი პირობები:
• არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი აუცილებელია ირიცხებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მან რეგისტრაციის დროს, საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკომენტები:
1)პირადობის დამადასტურებელი უნივერსიტეტის სტუდენტური ბარათი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი
2) CV
• არჩევნების დროს თითოეულ სტუდენტს აქვს 4 ხმის უფლება.
• ახლად არჩეულ სტუდენტურ თვითმმართველობას, არსებული მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობიდან საპატიო წევრი ეყოლება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი თელიაშვილი 598 91 12 85
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება