ზაფხულის სკოლა - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ზაფხულის სკოლაში თემაზე:
„სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“;
პროექტის განხორციელების პერიოდი: 3-8 ივლისი, 2023 წელი;
ადგილმდებარეობა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის ქ. 73;
პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისთვის;
სკოლის მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე და მიმღები კომისიის მიერ დადგენილი რეგიონული და საუნივერსიტეტო კვოტების გათვალისწინებით;
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/dlxMU
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივნისი;
შერჩეული აპლიკანტი პასუხს, რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე 30 ივნისამდე მიიღებს.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
სკოლა სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;
სკოლის მხარდამჭერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ზაფხულის სკოლის პროგრამა
3 ივლისი
12:00 - ზაფხულის სკოლის გახსნა, მისალმება:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - კახაბერ კორძაია;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - თეა ახვლედიანი;
მოდერატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი - გიორგი ფარეშიშვილი;
ტექნიკური საკითხების გაცნობა.
12:30 - „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიული მიმოხილვა“;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ქეთევან შოშიაშვილი;
14:00 - შესვენება;
14:30 - „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სიმბოლიკისათვის“;
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე - მამუკა გონგაძე;
16:00 - დღის შეჯამება.
4 ივლისი
14:00 - „საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარებაში“;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, აფხაზეთის ა/რ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ზვიადაძე;
15:30 - შესვენება
16:00 - „რეგიონული კონფლიქტები (ყარაბაღი და დნესტრისპირეთი)“
პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი - ივლიანე ხაინდრავა;
17:30 - დღის შეჯამება.
5 ივლისი
14:00 - „ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში“;
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯომარე - მიხეილ მირზიაშვილი;
15:30 - შესვენება
16:00 - „NATO-ს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობა საერთაშორისო კონფლიქტებში“;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ალიკა გუჩუა;
17:30 - დღის შეჯამება.
6 ივლისი
14:00 - „შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - თამარ ქოჩორაძე;
15:30 - შესვენება
16:00 - „ნდობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან - კულტურული დიალოგის გზები“;
მწერალი - გურამ ოდიშარია;
17:30 - დღის შეჯამება.
7 ივლისი
14:00 - „რელიგიის როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში/რელიგიების მდგომარეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი - გიორგი ფარეშიშვილი;
15:30 - შესვენება;
16:00-18:00 - პრაქტიკული ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაციები;
19:00 - სკოლის დახურვა;
8 ივლისი
გასვლითი ტური: ნიქოზი-შინდისი-გორი;
მონაწილეთა დაჯილდოება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება