CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ და გიორგიწმინდის მარნის მეღვინემ გოგა ქვრივიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ვიზიტის ფარგლებში, ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კომპანიის ბაზები, დაეგემოვნებინათ ღვინოები და მონაწილეობა მიეღოთ ვენახის სეზონურ სამუშაოებში.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს პარტნიორ კომპანიაში სამომავლოდ ექნებათ პრაქტიკებისა და დასაქმების შესაძლებლობა, როგორც მევენახეობის, ისე მეღვინეობის მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება