კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი - „ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაცია“ იწყება.
უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მედკოსთა საერთაშორისო ასოციცია მედუ-ს პარტნიორობით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია, ექიმებს შეასწავლოს ეფექტური გულ-ფილტვის რეანიმაციის მნიშვნელობა და განხორციელების ტექნიკა, სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება დახვეწილი რეანიმაციული ღონისძიებების დაწყებამდე, მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც წარმოადგენს დახვეწილი რეანიმაციის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს და რომლის გარეშე კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევა შეუძლებელია.
სასწავლო პროგრამა განსაზღვრულია ლიცენზირებული ექიმებისთვის.
სპეციალობა - შინაგანი მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, პედიატრია
კურსის დაწყება დამოკიდებულია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობაზე (ერთდროულად შესაძლებელია 10 – 12 მსმენელის დასწრება)
კურსის ღირებულება -190 ლარი
ხანგრძლივობა - 6 საათი
ტრენერი - ირინა წირქვაძე - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი
პროგრამის კოორდინატორი - ქეთევან ტაბუცაძე
მისამართი: ქალაქი თბილისი, ჩარგლი ქუჩა N73
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc-_R9uW3vAJJQxTdQkN-Vp9pwS6g8OGekB716sjpF-QCTjqA/viewform
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება