21 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ერთობლივ სამეცნიერო აქტივობებს ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტების რექტორებმა: კახაბერ კორძაიამ და დავით გურგენიძემ მოაწერეს.
შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება