11 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და Smeda • მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - გრიგოლ ფაიქიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ მათ ხელთ არსებული სამეცნიერო ცოდნის, ინტელექტუალური პოტენციალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით აკადემიური და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების მოზიდვასა და ჩართულობას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ბიზნეს ასოციაცია SMEDA-ს წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - კახაბერ კორძაია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, მარიკა კლდიაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაცია SMEDA-ს პრეზენტაცია წარადგინა, გიგა ფაიქიძემ - Smeda მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ხოლო „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში“ შესახებ, Piece of BBN-ის დამფუძნებელმა, SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის - ”Starta“-ს მონაწილემ - ანა ლაცაბიძემ ისაუბრა.
ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება