19 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
თითოეული მაგისტრანტის ნაშრომი დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან შემდგარმა დარგობრივმა კომისიამ შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარე გახლდათ საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი - მარიუშ მაშკიევიჩი.
კომისიის წევრები გახლდათ: CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - ეკატერინე ჭალაგანიძე; CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - ალიკა გუჩუა; უკრაინული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის კოორდინატორი, CIU-ს პროფესორი მარია ესპონა; CIU-ს ასოცირებული პროფესორი - ეკა ბერაია.
სამაგისტრო ნაშრომთა დაცვას ესწრებოდა, ასევე, გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი - ვახტანგ მაისაია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება