23 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰიბრიდული ფორმატით გაიმართა მე-2 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები".
კონფერენცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის კვლევების ფაკულტეტისა და იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი ორგანიზებით.
კონფერენციის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე; სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე; საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია; გენერალ-მაიორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ბრიგადის გენერალი გელა გიორგაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკო თათულაშვილი; კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების დირექტორი იახინ დიეცი (პოლონეთი); ოსროვიეცის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პრშემისლავ ფურგაში.
კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა შემდეგი თემატური სექციები: გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოება; მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები; ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი; საერთაშორისო სამართალი; საერთაშორისო ურთიერთობები და კიბერუსაფრთხოება; კონფლიქტები და თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების პროცესები; თანამედროვე პოლიტიკური პროცესები.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი, თითოეულ სექციაში კი ნაშრომებს დარგობრივი ექსპერტები/პროფესორები აფასებდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება