22 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ მხითაროვას დისერტაციის დაცვა თემაზე: „პოლიტიკური პროცესების რეპრეზენტაცია გასართობ ტოქშოუებში (2021-2022 წლების მაგალითზე)”.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი და მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია სვანიძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარიამ მხითაროვას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება