19 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარინე უგულავას სადისერტაცო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „პოსტსაბჭოთა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური ურთიერთობების თავისებურებები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე და ისტორიის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოშიაშვილი.
ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტები არიან: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოსო ვახტანგაშვილი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ემილია ალავერდოვი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარინე უგულავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება