განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ სადოქტორო პროგრამას - „მევენახეობა და მეღვინეობა“ - აკრედიტაცია მიენიჭა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამა პირველია და ერთადერთი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
„მევენახეობა და მეღვინეობის“ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები არიან - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი - ოლანი გოცირიძე და აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი - დავით მაღრაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება