9 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ეწვივნენ გამოჩენილი მეცნიერები მევენახეობისა და ენოლოგიის მიმართულებით: დანიელა ფრაკასეტი და ილეანა ვიჯენტინი - მილანის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორები; ხესუს მარია კანტორალი - კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი.
აღსანიშნავია, რომ მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მეორე წელია მიმდინარეობს ერთობლივი კვლევითი სამუშაოები ქართული ენდემური საფუვრების ენოლოგიური პოტენციალის გამოვლენის მიზნით.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე კვლევის შუალედური შედეგები და მომავალი გეგმები, დააგემოვნეს კვლევის ფარგლებში დამზადებული ღვინოების ექსპერიმენტული ნიმუშები.
სტუმრებმა დაათვალიერეს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, საკოლექციო ნაკვეთი, მარანი „კოლხი“ და დააჭაშნიკეს „ეთნო ოკამის“ ღვინოები. ასევე, გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მზაობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება