27 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სტრესის მართვა“.
ცენტრ „დიალოგში“ გამართულ ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქო-კონსულტირების მაგისტრი, ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი თამარ კურატიშვილი.
ტრენერმა დამსწრე აუდიტორიას სტრესის მართვის ტექნიკა, თანამედროვე მიდგომები და მექანიზმები გააცნო. შეხვედრისას განხილული იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა:
• სტრესის შესწავლის მოკლე ისტორია;
• სტრესული სიმპტომები და მდგომარეობები;
• პროგრესული რელაქსაციის ტექნიკა;
• სტრესის ფსიქოფიზიოლოგია;
• რა არის ეუსტრესი და მისი დადებითი მხარეები;
• სტრესის დროს შფოთვა და სისტემატური დესენსიბილიზაცია;
• ABCDE-ტექნიკა;
• რა არის პროფესიული სტრესი;
• ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტან ქცევებთან ბრძოლის რამდენიმე გავრცელებული გზა;
• შემეცნებითი სავარჯიშოები/ტექნიკები;
ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარებულ შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება