15 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციისა და კომპანია „კურადენის“ მხარდაჭერით, iTop (individually trained oral prophylaxis) ტრენინგი - „პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა“ - გაიმართა, რომელსაც სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ტრენინგს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციაციის ვიცეპრეზიდენტი, iTop-ის ოფიციალური ტრენერი საქართველოში, ანი თავართქილაძე უძღვებოდა.
iTop ხორცილედება კომპანია „კურადენსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და მისი მიზანია, სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული მომზადება. აღნიშნული მიდგომა გააღმავებს მათ ცოდნასა და გამოცდილებას პირის ღრუს დაავადებათა პრევენციის კუთხით და საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში პაციენტისთვის პირის ღრუს ჰიგიენის სწავლებისა და პირის ღრუს მოვლის მოტივაციის ამაღლებისათვის. მსგავსი მეთოდები მომავალში მათ კარიესისა და პაროდონტის დაავადებათა სწორად მართვაში დაეხმარებათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება