22 აპრილს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პოლონური პარადიპლომატია“.
შეხვედრაზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: AMU-ს, მასწავლებლისა და კურსის პრეზენტაცია; პარადიპლომატიის კვლევა პოლონეთში და მთელ მსოფლიოში; პოლონური პარადიპლომატიის სამართლებრივი საფუძველი; პოლონეთის მუნიციპალიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობა; პოლონეთის რაიონების საერთაშორისო თანამშრომლობა; პოლონეთის რეგიონების საერთაშორისო თანამშრომლობა; პოლონეთის ადგილობრივი თვითმმართველობები ტრანსნაციონალურ ქსელებში; პოლონურ-ქართული პარადიპლომატია.
ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი იგორ ქსენიჩი (Prof. Dr. Igor Ksenicz), ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტიდან (ქ. პოზნანი, პოლონეთი).
პროფესორმა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა უნივერსიტეტის პრაქტიკული სივრცეები.
შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება