26 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის არსი სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“.
ტრენინგს „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორი დავით კუხალაშვილი უძღვებოდა.
ოფიცრებს განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტის როლის შესახებ, ასევე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ ესაუბრა CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: პოლიტიკური დაზვერვა და კონტრდაზვერვა; ეკონომიკური დაზვერვა და კონტრდაზვერვა; სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა; სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა და კონტრდაზვერვა.
დასასრულს ოფიცრებს ტესტირება ჩაუტარდათ და ტრენინგის წარმატებით გავლისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება