26 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სურსათის უვნებლობა ღვინის წარმოებაში, HACCP-ი და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“.
ტრენინგს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის აგრონომიისა და ექსტენციის სპეციალისტი, თამარ ოთხმეზური უძღვებოდა, შეხვედრა კი გაეროს სურსათის უვნებლობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების დაწყებამდე აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე მიესალმა.
ტრენინგი მომზადებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანოზაცია (FAO)-ს ესპანელი კონსულტანტის სილვია ბურუეზოსა და OIV-ის მასალებზე დაყრდნობით.
დასასრულს ტრენინგის თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება