12 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს.
თითოეული მაგისტრანტის ნაშრომი დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან შემდგარმა კომისიამ შეაფასა შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ვაჭარაძე - კომისიის თავმჯდომარე, სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე; ოლანი გოცირიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; დავით მაღრაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი; მარიამ ხოსიტაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; თეიმურაზ გონჯილაშვილი - შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარი მეღვინე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ირმა მდინარაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სტუდენტმა ნაშრომი წარმატებით დაიცვა და კომისიის მოწონებაც დაიმსახურა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება